ვანო მერაბიშვილმა მატროსოვის ციხე დატოვა

20 თებერვალი 2020, 09:52 3307 ნახვა

ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრმა ციხე დღეს უნდა დატოვოს. ვანო მერაბიშილმა მატროსოვის ციხეში 6 წელი 9 თვე გაატარა, იგი სასამართლომ რამდენიმე საქმეში სცნო დამნაშავედ, მათ შორის იყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე ფაქტების დაფარვის ბრალდებით. 

მატროსოვის ციხესთან ხალხმრავლობაა.

"ძალიან მახარებს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაერთიანებულია. 5 წუთში, რაც მე გამოვედი სახლიდან, არაფერი შეცვლილა. ჯერ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ვითანამშრომლებ. ჩემი უახლესი მეგობრები და მათ შორის ჩემი თანამებრძოლები სამწუხაროდ სხვადასხვა პარტიაში არიან, მე ყველას შევხვდები და იმის მიხედვით გადავწყვეტ, რას ვიზამ. მე დამჭირდება დრო ჩამოყალიბებისთვის'' - უთხრა ჟურნალისტებს ვანო მერაბოშვილმა. 

 

2013 წლის 21 მაისს, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, კახეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დაკავებული იქნენ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 5.2 მილიონი ლარის პარტიული აქტივისტების დასაქმებისთვის გამოყენების ბრალდებით.

2013 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ მერაბიშვილს მიუსაჯა 5 წლით პატიმრობა უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის. 2016 წლის სექტემბერში, სასამართლომ მერაბიშვილს მიუსაჯა 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებისთვის.

ვანო მერაბიშვილი მიიჩნევდა, რომ ის პოლიტიკური პატიმარი იყო და სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, თუმცა სტრასბურგმა დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და პატიმრობა კანონიერი იყო.  თუმცა, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად:  "სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები, რაც წინასწარი პატიმრობის პერიოდში შუაღამით ციხიდან გაყვანასა და დაკითხვას უკავშირდებოდა, საკმარისად დამაჯერებელი და დადასტურებულია", - ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.​საქართველომ მერაბიშვილს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 4 ათასი ევროს გადახდა დაევალა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში