"როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა" - სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2020, 18:10 1722 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია:

"ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა.
სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას.
აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა.
საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები."

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში