პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება უკანონო და უხერხულია - პრეზიდენტი

19 თებერვალი 2020, 14:01 1212 ნახვა

გუშინ, 18 თებერვალს, საქართველოს გენერალური პროკურორის პარლამენტში არჩევის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საკანონმდებლო ორგანოში "საბჭოთა კავშირის" ჰიმნი ჩართო და განაცხადა, რომ ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი დასრულდა. 

დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაად შეაფასა.
"საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.
მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს - "თავისუფლების ქარტია", რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი" - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

"თავისუფლების ქარტიის" მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში