ბათუმში საქალაქო ტრანსპორტის განრიგი შეიცვალა

18 თებერვალი 2020, 20:42 423 ნახვა

წყალარინების რეაბილიტაციის გამო ბათუმში ათამდე ქუჩის ზოგიერთი მონაკვეთია გადაკეტილი. გადაკეტილია რუსთაველის ქუჩის ერთი ნაწილიც, მისი გახსნის შემდეგ კი შემდეგი ქუჩები გადაიკეტება. ქალაქის ზოგიერთ უბანში ამის გამო დილის და საღამო საათებში იქმნება საცობებიც.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი ტურისტულ სეზონამდე უნდა დასრულდეს. ახლა გადაკეტილ ქუჩებზე კი შეზღუდვები წესით 45 დღეში უნდა ამ პერიოდში ცვლილების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ბათუმის ავტოტრანსპორტმაც. ნაწილობრივ შეიცვალა 10, 10ა, 1, 7ა და 17 ნომერი ავტობუსების მარშრუტები.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი