დაუჭერენ თუ არა მხარს გიორგი კოხრეიძის გეგმას? 

18 თებერვალი 2020, 20:15 1215 ნახვა

ხვალ დილით გადაწყდება გაუქმდება თუ არა მაუწყებლის სამსახურების უფროსების მოადგილეების პოზიციები. ცვლილებას სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები, ალტერნატიულ პროფკავშირებთან ერთად ცალსახად საფრთხედ აღიქვამენ.  ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა. შტატების გაუქმებას დირექტორი ითხოვს, დასაბუთებას კი ყველა ელოდება. ამასთან,  ბუნდოვანია რას შესთავაზებენ გათავისუფლებულებს.

ცვლილება ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და  ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს ეხება. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო.  პროცესს ყურადღებით აქკვირდება ქარტია, საია და გამჭვირვალობა - ისინი საჭიროების შემთხვევაში მაუწყებლის ჟურნალისტების სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. ნაწილი ხვალ სხდომასაც დაესწრება. სხდომას. 10 საათზე დავესწრებით ჩვე

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში