ირაკლი შოთაძის მოსმენას პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

17 თებერვალი 2020, 20:03 1440 ნახვა

პარლამენტთან და სხდომათა დარბაზში ხმაურია დილიდან. იურიდული კომიტეტის სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით და მათი შეფასებით პოლიტიკური პატიმრების ფოტოებით მივიდნენ. გარეთ კი პლაკატები აქტივისტებმა გააკრეს.

მათ შორის მათივე თქმით  გამოუძიებელი და გაყალბებული საქმეების ამსახველი ფოტოები. მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოსთან თეთრი ძაფებიც გამოჩნდა, განაცხადეს, რომ ეს „თეთრი ძაფით ნაკერი საქმეების“ სიმბოლოა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში