დღეს მაუწყებლის ჟურნალისტებს მხარდაჭერა 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს

17 თებერვალი 2020, 18:03 264 ნახვა

„ქართული ოცნება“ მათი მისამართით გახმოვანებულ ბრალდებებს ჩვენს არხზე მიმდინარე პროცესების გამო,  უსაფუძვლოს უწოდებს და მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. დღეს მაუწყებლის ჟურნალისტებს მხარდაჭერა 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. მათი მოსაზრებით, ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია, რადგან მის შეცვლას ცდილობს ხელისუფლება. პასუხისმგებლობას პირდაპირ აკისრებენ „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს. ისინი პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებენ ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი