მიუნხენში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

16 თებერვალი 2020, 12:30 243 ნახვა

მიუნხენში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

კონფერენციის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან და კოლეგა მინისტრებთან ერთად შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელში მიიღო მონაწილეობა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ შეცვალა პოლიტიკური და უსაფრთხოების ბალანსი შავი ზღვის რეგიონში და გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში