მედიაკრიტიკოსები - აჭარის ტელევიზიაში მდგომარეობა საგანგაშოა 

15 თებერვალი 2020, 20:07 415 ნახვა

მედიაექსპერტების და სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ვითარება საგანგაშოა. დიახ, საგანგაშოა. შემთხვევითი არ არის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყება, მისი მოადგილის პოზიციის საერთოდ გაუქმება, მიზანმიმართული შერჩევითი მიდგომით ჟურნალისტების ხელშეკრულების გამოთხოვა და შესწავლის დაწყება.რეორგანიზაციაზე დირექტორმა ყველა მრჩევლის თანხმობა ვერ მიიღო, ამის შემდეგ დაიწყო დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება ცალკეულ პირებზე.

ესენი კი არიან ის ადამიანები, რომლებიც გუნდთან ერთად განსაზღვრავენ და ქმნიან ობიექტურ სარედაქციო პოლიტიკას. ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის. ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ბოლო წლების განმავლობაში ქმნის ობიექტურ, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ მასალებს, აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც - ანუ ყველამ, ვისაც შეფასების გაცილებით მეტი კომპეტენცია აქვს, ვიდრე იმ ვიწრო ჯგუფს, რომელსაც კრიტიკული და მწვავე მასალები ძილს უფრთხობს.

დიახ, ჩვენ ვართ მოლოდინში -უარესის მოლოდინში, თუმცა ჟურნალისტები, რომლებიც ვქმნით ობიექტურ მასალებს, არ ვაპირებთ მაამებლური შინაარსის ტრენდზე გადავერთოთ. ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ და ავირიდოთ ზეწოლა,  ამაში კი სწორედ მრჩეველთა საბჭო და დირექტორი უნდა გვეხმარებოდეს. ჟურნალისტიკა არ არის ხელისუფლების კეთილგანწყობაზე მუშაობა, ჟურნალისტიკა რეალობის ასახვაა. რა ხდება ჩვენთან და როგორია გამოხმაურებები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში