რეგიონული მედიის მხარდაჭერა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს

15 თებერვალი 2020, 15:03 1930 ნახვა

კოლეგების სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს. ჟურნალისტები, ნატია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს გაჩენილი კითხვების პასუხებსა და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ. თავად არხის ჟურნალისტები შიშობენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დგება, ისინი ტელევიზიის მიუკერძოებლობის დასტურად საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ასახელებენ.

თუ დირექტორის მიერ წარდგენილი პროექტი მრჩევლებმა დაამტკიცეს, მაუწყებელში არსებულ სამსახურების უფროსებს მოადგილეები აღარ ეყოლებათ, ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ კი დისციპლინური წარმოება უკვე მიმდინარეობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში