''არაჩაბეტონებას“ - ბათუმი რივიერას მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს აქციას გამართავენ

15 თებერვალი 2020, 11:23 1402 ნახვა

''არაჩაბეტონებას“ ბათუმი რივიერას მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს, აქციას გამართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ დაუყონებლივ შეწყდეს მშენებლობა ბათუმის კონცხზე და პროექტისთვის გამოინახოს ალტერნატიული ტერიტორია. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კერძო ბიზნესინტერესებს არ უნდა შეეწიროს ქალაქის მომავალი და რეგიონის სტრატეგიული ინტერესები, რადგან პროექტი საფრთხეს უქმნის ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას, ისტორიულად ჩამოყალიბებულ ხედებსა და სოციალურ ეკონომიკურ კონტექსტს.

მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, პროექტის განხორციელება საფრთხის შემცველია  ეკოლოგიისა და უსაფრთხოების კუთხით, რადგან ბათუმის კონცხის ნიადაგი პრობლემური ადგილია და ეს ასახულია არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ დასკვნაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში