რა ხდება აჭარის მაუწყებელში? - პოლიტიკური შეფასებები

14 თებერვალი 2020, 20:29 374 ნახვა

სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დაწყებული ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაა - ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მაუწყებლის დირექტორის გეგმებს და გადაწყვეტილებებს. ამბობენ, რომ პროცესი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს დაიწყო, ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, ახლა კი ჯერი დარჩენილ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზეა.

ყველა ერთხმად პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს და უმაღლეს საბჭოს აკისრებს, მაგრამ „ქართული ოცნების “დეპუტატებმა, რომლებმაც დირექტორის ამრჩევი მრჩევლები აირჩიეს, დღეს კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში