არჩილ თალაკვაძე - პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობას გავაგრძელებთ

14 თებერვალი 2020, 14:43 1303 ნახვა

მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტი  პოლიტიკური ორგანოა და პოლიტიკური განსხვავებები ნორმალურია. უმრავლესობისთვის უფრო  მნიშვნელოვანი  საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებაა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საერთო დეკლარაციის ჩავარდნის საკითხს ქართული ოცნების წვერები გამოეხმაურნენ. აქ ამბობენ, რომ დეკლარაციის საკითხი საქართველოს ევროპულ არჩევანს და გზას ვერ შეცვლის.

ქართული ოცნების ერთ ერთმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს თქვა, რომ  ვერცერთი კონგრესმენი და ევროპარლამენტარი ვერ ასწავლის მთავრობას იმ რეალობას, პრობლემებს და გამოწვევებს რაც საქართველოშია. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში