დაატოვებინებენ თუ არა საინფორმაციო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს პოსტებს - რა ხდება აჭარის მაუწყებელში

14 თებერვალი 2020, 18:07 1066 ნახვა

რა ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში - სტრუქტურული რეორგანიზაციის დაანონსების შემდეგ დირექტორი ცვლილებების განხორციელებას ამ ეტაპზე შტატების გაუქმებით გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ უქმდება უფროსების მოადგილეების შტატები. ცვლილების დამტკიცებას მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის თანხმობა სჭირდება და იგი ალბათ სამშაბათს დაგეგმილ სხდომაზე განიხილება.

ასევე დაწყებულია შიდა დისციპლინური წარმოება ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ. საქმე ეხება ერთი წლის წინ ენდიასთან ერთად მომზადებულ გადაცემას. ამ თემაზე ახალი ამბების გუნდი მუშაობს და ვრცლად, მხარეთა პოზიციებით 6-საათზე მთავარში შემოგთავაზებთ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში