ე.წ ოცნების ქალაქში კორპუსის ასაშენებლად ხელშეკრულება გაფორმდა

14 თებერვალი 2020, 12:00 1646 ნახვა

ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის   საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  მშენებელ კომპანიასთან  ხელშეკრულება გააფორმა. მეჯინისწყლის დასახლებაში  3 კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი, სადაც 582 ბინა იქნება განთავსებული.

ხელშეკრულების მიხედვით  კორპუსის მშენებლობა 17 თვეში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ოჯახების შერჩევის კრიტერიუმებს, სამინისტროში აცხადებენ , რომ  ამაზე სპეციალური კომისია მუშაობს და  ინდივიდუალურად განიხილება ყველა ოჯახი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში