ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში “ქართული ოცნების” დოკუმენტი ჩავარდა

13 თებერვალი 2020, 18:08 1495 ნახვა

პირველად ისტორიაში ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დეკლარაცია ჩავარდა. ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ საბოლოო ვერსია ევროპარლამენტარებმა დაიწუნეს, როგორც ცნობილია მათ მანამდე შენიშვნები ჰქონდათ გიგი უგულავას დაკავებასა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებს დეკლარაციის შეტანილი ჰქონდათ მწვავე შენიშვნები, სადაც საუბარი იყო გიგი უგულავას დაკავებაზე, რომელიც მათი ვარაუდით პოლიტიკურად მოტივირებულია. ასევე საუბარი იყო მედიამენეჯერების მიმართ დამოკიდებულებაზე, ყველასთვის მისაღებ საარჩევნო სისტემაზე და მხარებს შორის კონსესუსზე.

მმართველი გუნდი დოკუმენტის ჩავარდნაში ოპოზიციას ადანაშაულებს, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს ქართული ოცნების საერთაშორისო კრახია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში