სინგაპურში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

13 თებერვალი 2020, 16:01 727 ნახვა

სინგაპურში მედიკოსებმა კორონავირუსის, იგივე COVID -19 რვა ახალი შემთხვევა დააფიქსირეს - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათვე ინფორმაციით, რვავე პირს კავშირი ჰქონდა იმ ადამიანებთან, რომლებსაც მანამდე იყვნენ ინფიცირებულები. 

"შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა ამ პირს ჰქონდა შეხება სხვადასხვა დროს იმ ადამიანებთან, ვისაც მანამდე დაუფიქსირდათ კორონავირუსი" - ნათქვამია განცხადებაში. 

რაც შეეხება ჩინეთს, "NY თაიმსის" ინფორმაციით,  უხანის პროვინციაში ინფიცირებულთა რიცხვი 50 000-მდე გაიზარდა. გარდაცვალების ფაქტების მონაცემებეი კი, პრაქტიკულად გაორმაგებულია ბოლო რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში