ეს იქნება იმაზე მეტი შეცდომა ვიდრე გავრილოვი - ხატია დეკანოიძე თბილისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლაზე

13 თებერვალი 2020, 16:03 759 ნახვა

"ლავროვი ითხოვს საქართველოში უსაფრთხოების გარანტიებს და მე არ გამოვრიცხავ, რომ  გახარიამ მისცეს მას ეს გარანტიები, იმ შემთხვევაში თუ ჩამოვა რუსეთის დელეგაცია ლავროვის მეთაურობით, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენს პრინციპულობას დაიცვას საკუთარი ქვეყნის კანონი და მოქალაქეების ნება, ეს იქნება იმაზე მეტი შეცდომა ვიდრე გავრილოვი და ძალიან ვთხოვ ყველას, ამ შეცდომას ნუ გაიმეორებენ" - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე.

დღეს, რუსეთის  რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. -ამის შესახებ გრიგორი კარასინმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი"ავრცელებს.

ამბობს, რომ რუსული წარმომადგენლობის დონე ჯერ არ არის განსაზღვრული, შესაბამისად უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი