ლონდონში კორონავირუსის ახალი ტიპის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

13 თებერვალი 2020, 08:05 151 ნახვა

ლონდონში კორონავირუსის ახალი ტიპის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც ბრიტანეთში ჩინეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ოცზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ვირუსით დაინფიცირების ასეულობით შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა დღემდე მხოლოდ ორი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა: ერთი ფილიპინებში, ერთი კი - ჰონგ-კონგში.ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 242-ით გაიზარდა და 1310-ს მიაღწია. ინფორმაციას „როიტერსი“ ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს ერთ დღეში ვირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია გასული წლის დეკემბრის შემდეგ.   კორონავირუსის საფრთხის გამო, ბარსელონაში მასშტაბური საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიება გაუქმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში