700-მდე ნაკადულის კალმახი, რომელიც წითელ ნუსხაშია მდინარე ხრამში გაუშვეს

13 თებერვალი 2020, 11:49 2136 ნახვა

ველური ბუნების სააგენტომ „ პოპულაციის აღდგენის მიზნით წითელი ნუსხის „ სახეობა ნაკადულის 700-მდე კალმახი მდინარე ხრამში, დაშბაშის კანიონის ხეობაში გაუშვა.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ  გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.

სააგენტო 2016 წლის სექტემბრიდან ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის 100 000 მდე ლავრაა მიღებული. საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში