აჭარაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს

13 თებერვალი 2020, 10:40 1577 ნახვა

ხვალ 14 თებერვალს,  დღის მეორე ნახევრიდან აჭარაში გამოიდარებს და 15 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს ქარი 9-14 მეტრი წამში.

კონკრეტულად ხვალ 14 თებერვალს:

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, დღის ბოლოს ნალექი შეწყდება. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +8 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +8

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3 დღისით +3

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -5 დღისით -1

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +3

გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -9 დღისით -5

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში