ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

12 თებერვალი 2020, 16:29 1730 ნახვა

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ჯამში 134 აბი გამოავლინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველომ  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262 - ე მუხლების 1-ლი ნაწილებით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში