აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან

12 თებერვალი 2020, 14:20 1362 ნახვა

"კორუმპირებული მთავრობა," "დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები" "სისტემა ყარს"- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან პლაკატებით მივიდნენ და სიმბოლური აქცია გამართეს.

ახალგაზრდული ფრთის წევრები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ და მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებენ არ ჩაერიოს რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში