საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიო 2020-ის ოლიმპიური საგზურისთვის იბრძოლებს

12 თებერვალი 2020, 10:35 603 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიო-2020-ის ოლიმპიური საგზურისთვის A ჯგუფში ლოზანაში იბრძოლებს, საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის (FINA) შტაბ-ბინაში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის წყალბურთელთა სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრა შედგა. ისტორიაში პირველად, ტოკიოს საგზურისთვის მებრძოლ 12 ნაკრებს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრებიც.

ვაჟთა სალიცენზიო ტურნირზე, რომელსაც 22-29 მარტს როტერდამის საცურაო ცენტრი (Zwemcentrum Rotterdam) უმასპინძლებს 3 საგზური გათამაშდება. საქართველო A ჯგუფშია და მეტოქეებად კანადის, ბრაზილიის, მონტენეგროსა , საბერძნეთის და აზიის ზონის გამარჯვებული ნაკრები ეყოლება. თითოეული ქვეჯგუფიდან 4 გუნდი გავა, რომლებიც ასპარეზობას ფლეი-ოფის სისტემით მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. A ჯგუფი: საქართველო, კანადა, ბრაზილია, მონტენეგრო, საბერძნეთი, აზია 1; B ჯგუფი: ხორვატია, ნიდერლანდები, აზია 2, რუსეთი, გერმანია, არგენტინა. საქართველოს ნაკრებმა რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით ერთი თვის წინ ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილის დაკავებით ისტორიულ შედეგს მიაღწია და სალიცენზიო ტურნირში თამაშის უფლებაც მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში