ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა - 4 აპრილს აქცია დაიგეგმა

11 თებერვალი 2020, 20:25 1280 ნახვა

დაკავებების, სამაჯურების, დასაკავებლად გამზადებული პირების საქმეების ფონზე ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაზე უარს ამბობენ - ოპოზიცია გეგმა ბ-ზე გადავიდა - შემდეგი ეტაპი ერთიანი კანდიდატების შერჩევა და აქციებია. პირველი მასშტაბური აქცია აპრილის დასაწყისისთვის დაანონსდა. ითქვა, რომ გრძელდება შეთანხმება მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე.

მოლაპარაკების მაგიდის აყირავებაში ოპონენტებს მმართველი გუნდი ადანაშაულებს - აქ ირწმუნებიან რომ თავიდანვე ოპოზიციის მიზანი პროცესის ჩაშლა  იყო. ამ მოლაპარაკების ჩაშლაზე კი პასუხისმგებლობას პრაქტიკულად ღიად და პირდაპირ შტატები მმართველ გუნდს აკისრებს. საელჩო იმედგაცრუებულია იმის გამო რომ უგულავას დაკავებით და ამ კონტექსტით ხელისუფლებამ მიმდინარე დიალოგი რისკის ქვეშ დააყენა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი