„სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“ - კონგრესმენების გამოხმაურება 

11 თებერვალი 2020, 18:11 1549 ნახვა

მხარეებს შორის გამართული არა ერთი მოლაპარაკების პარალელურად პოლიტიკური ლიდერის დაკავებას დემოკრატიასთან შეუსაბამოდ აფასებენ არა მხოლოდ საქართველოში. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიულ გზას გადაუხვია. გიგი უგულავას დაკავებას ვაშინგტონშიც ეხმაურებიან. რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  ამბობს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის. მომხდარის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამს სენატის საგარეო  ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც. ჯიმ რიშის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის სამართლებრივი დევნა მიუღებელია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში