შეფერხებები მოყინული გზების გამო

11 თებერვალი 2020, 10:25 985 ნახვა

მოყინული გზების გამო შეფერხებებია ქობულეთშიც.  საგზაო დეპარტამენტის განცხადებით პრობლემურია დაგვისა და აჭყვისთავის მაღალი სოფლების შიდა გზებზე, რომელიც ჯერჯერობით გაუწმენდავია, თუმცა მათი თქმით მუშაობს 12 ერთეული მძიმე ტექნიკა და პრობლემა ეტაპობრივად აღმოიფხვრება. 

რაც შეეხება ცენტრალურ გზებს, უწყების განცხადებით ისინი თითქმის მთლიანად გაწმენდილია. რაც შეეხება სასწავლო პროცესებს ბაღებში იგი არ გადადებულა, თუმცა ძალიან მცირეა დასწრებადობა, რადგან მშობლები ბავშვების მიყვანას გზებზე შექმნილი პრობლემების გამო ვერ ახერხებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში