ხვალ ბათუმში იწვიმებს, მთაში კი მოთოვს

11 თებერვალი 2020, 12:45 922 ნახვა

ხვალ, 12 თებერვალს,  შუადღიდან აჭარაში ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება - სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში კვლავ მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15-20 მეტრ წამამდე.

ზღვაზე იქნება 4-5 ბალიანი შტორმი.

კონკრეტულად 12 თებერვალს:

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +5 გრადუსი;

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +4;

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -4 დღისით +1;

ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -7 დღისით -2;

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3 დღისით +1;

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -14 დღისით - 8.

 

ფოტო:ბათუმის ბულვარი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი