ბათუმში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - არავინ დაშავებულა

10 თებერვალი 2020, 13:10 2917 ნახვა

ბათუმში, შამილაძის მე-2 ჩიხში მდებარე #4 საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სახლის ერთ ოთახს მოედო, დაიწვა ოთახში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე მისულმა სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა, ცეცხლის ლოკალიზება მანადმე შესძლეს, ვიდრე მთლიანად სახლს მოედებოდა. 

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო მობილიზებული, ხანძარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

 გამოძიება კი 187 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში