მშენებლობის ნებართვა და ახალი რეგულაციები 

08 თებერვალი 2020, 20:12 3186 ნახვა

ახალი რეგულაციები მშენებლობის სფეროში. უქმდება კა ორი კოეფიციენტის კომისია და იცვლება მისი გაზრდის წესი, ცვლილებები შედის მშენებლობის ნებართვების გაცემის წესშიც. განაშენიანების დეტალური გეგმა კვლევებზე დაყრდნობით უნდა მომზადდეს. ასეთ სამუშაოებზე კონკურსს მერია გამოაცხადებს, თუმცა მისი ფინანსური უზრუნველყოფა დაინტერესებულ პირს ევალება.

განაშენიანების დეტალურ გეგმას საკრებულო არ დაამტკიცებს თუ მშენებელი სასურველ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მესაკუთრის თანხმობას არ წარადგენს. დეველოპერებს პროცედურების გართულება და რეგულაციების გამკაცრება არ მოსწონთ. ვარაუდობენ, რომ უძრავ ქონებაზე ფასები მოიმატებს, ნებართვების  გაცემა კი დროში გახანგრძლივდება.

უფრო დეტალურად რა ცვლილებები შევიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში და როგორ აისახება ახალი რეგულაციები სამშენებლო სექტორზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში