„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებს ხის ფიცრული თავზე ენგრევა

08 თებერვალი 2020, 18:21 1992 ნახვა

ე.წ „ოცნების ქალაქში“ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ნაზიბროლა კახაძე ხის ფიცრულში ცხოვრობს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და შეიძლება ჩამოინგრეს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, არ აქვთ შეშა, სოციალური დახმარებით მიღებული თანხა კი დენის გადასახადისთვის არ ჰყოფნით. ნაზიბროლა კახაძე დახმარებას ითხოვს.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ „ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს შეშით ამარაგებენ, თუმცა ჰქონდა თუ არა მას განცხადება შეტანილი, გადაამოწმებენ. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, თვითმმართველობაში გვითხრეს,რომ თანხა ბიუჯეტიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ კი ოჯახს სახლი საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული, ასეთი კი „ოცნების ქალაქში“ არავინ ცხოვრობს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში