საქართველოში, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

08 თებერვალი 2020, 11:09 1396 ნახვა

საქართველოში, კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველა სასაზღვრო ზონაში, მგზავრებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ჩინეთიდან შემოსულებს  საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ . მედიკოსების რეკომენდაციით,  თუ ორი კვირის განმავლობაში  ადამიანს ვირუსის სიმპტომები: ხველა, მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება, მან  საავადმყოფოს უნდა მიმართოს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ , იმის მიუხედავად, რომ საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებს მიეკუთვნება ქვეყანა ვირუსთან ბრძოლისთვის მზადყოფნაშია და ოთხივე ინფექციური საავადმყოფო მკურნალობის ჩატარებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების ფარგლებში შეძლებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ხდება ლუგარის ლაბორატორიაში ახალი კორონავირუსის 2019-nCov დიაგნოსტიკა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში