4 საათი მატარებლით თბილისიდან ბათუმამდე

21 აპრილი 2016, 00:00 11011 ნახვა

თბილისადან  ბათუმამდე რკინიგზით მგზავრობის დრო 4 საათი გახდება.   "საქართველოს რკინიგზამ"მოლითში, სოფელ ბეჟათუბნის მიმდებარედ 1  კილომეტრისა და 125 მეტრის სიგრძის სარკინიგზო გვირაბი გახსნა. პროექტის განხორციელების შედეგად  გაიზრდება სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოება და  გაუმჯობესდება სარკინიგზო მაგისტრალის საოპერაციო პირობები. გვირაბის მშენებლობაზე 12 მლნ შვეიცარულ ფრანკზე მეტი დაიხარჯა.  პროექტი მთლიანად "საქართველოს რკინიგზის" მიერ გამოშვებული ევრობონდებით და კომპანიის შემოსავლით ფინანსდება.

ამავე კატეგორიაში