გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე შეირჩა - საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება

07 თებერვალი 2020, 14:42 1545 ნახვა

ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ისევ  გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეირჩა - გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. საბჭოს 12 წევრმა შოთაძე გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით აირჩია. პირველი ეტაპის მსგავსად, მეორე ეტაპზეცც ხმათა უმრავლესობა  11 ხმა მიიღო.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, საბჭოდან ერთადერთი ხმა  სოფიო შენგელიამ მიიღო.  კენჭისყრაში საპროკურორო საბჭოს 13 წევრიდან 12 მონაწილეობდა. 

ყოფილი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს  უახლოეს პერიოდში წარედგინება და მის დასამტკიცებლად ხმათა უმრავლესობა იქნება საჭირო.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას  2018 წლის 31 მაისს დატოვა, როცა ხორავის ქუჩის მკვლელობის საქმეზე მკვლელის დადგენა ვერ მოხერხდა, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა კი, პროკურორს ფაქტების დამალვაში ადანაშაულებდა.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში