ეროვნული და უცხოური ვალუტის უკანონოდ ყიდვა-გაყიდვის 5 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო

07 თებერვალი 2020, 10:35 1560 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა - მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა - გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში