ზღვის სანაპიროზე თევზის სიუხვის მიუხედავად, ბათუმის თევზის ბაზარში თევზის დეფიციტია

06 თებერვალი 2020, 20:25 935 ნახვა

ზღვის სანაპიროზე თევზის სიუხვის მიუხედავად, ბათუმის  თევზის ბაზარში თევზის დეფიციტია - ამის შესახებ თავად მოვაჭრეები აცხადებენ. უფრო მეტიც ამბობენ, რომ საქართველოში თევზი გასაყიდად მეზობელი ქვეყნიდანაც კი შემოაქვთ.

სეზონიდან გამომდინარე აქტუალურია ქაფშიას რეალიზაცია - მისი მოპოვებისთვის სალიცენზიო მოთხოვნები ყველასთვის თანაბარია, მაგრამ სეინერების მფლობელები გვიყვებიან, რომ არასათანადო სიმძლავრის ტექნიკის გათვალისწინებით, კონკურენციის გაწევა თურქული თევზმჭერი გემების მფლობელებისთვის რთულია. არის თუ არა ქაფშიას დეფიციტი აჭარაში და ევროკავშირის წინაშე აღებული რა ვალდებულებების შესრულება მოუწევს საქართველოს უახლოეს მომავალში? 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში