პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვა იწყება

06 თებერვალი 2020, 14:05 1763 ნახვა

პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვა იწყება. პროექტი 6 პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდება, მათ შორის ქობულეთის კოლეჯ „ახალ ტალღაში“.

სიახლე დღეს ქობულეთში პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს  საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ გააცნო. პროექტი პირველ ეტაპზე, მოიცავს 6-პროგრამას: სასტუმრო საქმე, ლოჯისტიკა, სარკინიგზო გადაზიდვები, მეტყევეობა, ვებ-ტექნოლოგიები და ტოპოგრაფია. პროგრამაზე, პედაგოგები, ღია კონკურსის წესით შეირჩა. ვორქშობს ამ ეტაპზე 25-პედაგოგი გაივლის. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი