დაკავება ბათუმში

18 სექტემბერი 2016, 00:00 4572 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო შსს-მ აჭარაში. 44 წლის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბათუმში დააკავეს. მისი პირადი და ნაქირავები ბინების ჩხრეკისას, ამოღებულია 501 აბი „ექსტაზი“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავს და 54 აბი „სუბოქსინი“. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში