თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მარცხი განიცადა

05 თებერვალი 2020, 10:53 1087 ნახვა

თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მარცხი განიცადა. "დინამო" თბილისში, "ოლიმპიკის" აუზზე, იტალიის "პრო რეკოსთან" 3:13 დამარცხდა. ამ დაპირისპირებაში იტალიური გუნდი აშკარა ფავორიტი იყო.

"დინამოდან" გოლები ზურაბ რურუამ, გიორგი მესხმა და ბორის ვაპენსკიმ გაიტანეს."დინამომ" B ჯგუფში რვავე მატჩი წააგო და 21 თებერვალს სტუმრად "ჰანოვერს" შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში