დაუცველი სახანძრო წესები კორპუსებით შემოსაზღვრულ ეზოში 

04 თებერვალი 2020, 20:18 1745 ნახვა

ხანძრის გამოწვევი მიზეზი სიღარიბე პირდაპირი მნიშვნელობით მართლაც ვერ იქნება, მაგრამ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა შესაძლოა მართლაც გახდეს კატასტროფის მომტანი - კატასტროფული შედეგი ერთხელ უკვე დადგა „ლეოგრანდის“ შემთხვევაში. დიდი მსხვერპლის შემდეგ რეგულაციების ნაწილში ცვლილებებიც შევიდა, მაგრამ ქალაქში ისევ გვხვდება ისეთი მშენებლობები, რომლებიც ხანძრის არსებობის შემთხვევაში მაღალ რისკს შექმნიან.

ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ის შენობა, რომელსაც ფანჯრებთან ახალი კორპუსი ამოუშენეს.  მოქალაქეების თქმით ასეთი შესაძლოა გახდეს კლდიაშვილის 11 ნომერში დაწყებული მშენებლობაც, რის გამოც გვერდით სახლებში საჭიროების შემთხვევაში სახანძრო მანქანა უბრალოდ ვერ შეაღწევს. კომპანიაში კომენტარი არ გაკეთებულა, ბათუმის მერი კი აცხადებს, რომ ნებართვა ახალი რეგულაციების ამოქმედებამდეა გაცემული. ცნობისთვის, რეგულაციების დიდი ნაწილი ძალაში იანვარში შევიდა, ნებართვა კი ლაშა კომახიძის უწყებამ დეკემბერში გასცა. რა მოსთხოვეს, ან რა არ მოსთხოვეს კომპანიას მირიან მეტრეველი კითხვებს გაექცა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი