უხვი ნალექისგან შექმნილი პრობლემები - აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს

04 თებერვალი 2020, 18:15 1560 ნახვა

შეზღუდული ელექტრომომარაგება, გააქტიურებული მეწყერი და შეფერხებული მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალსა და სოფლის გზებზე. აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. ხულოსა და შუახევის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს.

რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება, მძღოლები კი იძულებულები არიან მგზავრობა შეწყვიტონ და უკან დაბრუნდნენ. თვითმმართველობებისა და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოსაფხვრელად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი