საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძეს მოუსმინა

04 თებერვალი 2020, 18:10 1142 ნახვა

ირაკლი შოთაძეს დღევანდელი მოხსენების დროს გახმაურებულ საქმეებზე არ უსაუბრია, ამბობს, რომ ბრალდებებს მის მიმართ პოლიტიკური სარჩული უდევს. თუმცა ამ საკითხებზე განმარტებების გაკეთება მაინც მოუწია, გახმაურებული საქმეებით ოთო კახიძე დაინტერესდა. სწორედ ევროპული საბჭოს წევრის მიერ დასმული კითხვები გახდა ხმაურის მიზეზი.

ოთო კახიძის შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ხორავას ქუჩის საქმეს, მას სურდა შოთაძისგან მოესმინა ის რეალური მიზეზი, რის გამოც მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა. დღეს მთავარი პროკურორობის კიდევ ერთხელ მსურველმა ივანიშვილი-ჩხარტიშვილი-ხაზარაძის შეხვედრაზე დასწრება დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ იქ შემთხვევით მოხვდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი