რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა

04 თებერვალი 2020, 20:00 13237 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რეჟისორი ზაზა ხალვაში თბილისში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. დაუზუსტებელი, პირველადი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. 

რეჟისორის ყველაზე პოპულარული და წარმატებული ფილმი "ნამეა", რომელიც საერთაშორისო ფესტივალების საპროგრამო ჩვენებებში მოხვდა.  ის იყო ცნობილი ქართული სერიალის "მგლების ხორუმის" რეჟოსირიც. 

ფილმი "ნამეს" ოპერატორმა,  გიორგი შველიძემ კი ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდო მიიღო.  

ჯილდოები:

"ნამე"   Tokyo IFF 2017 (Japan) – Competition (World Premiere) 

• Tallinn Black Nights FF 2017 (Estonia) – Forum (European Premiere)

• Tbilisi FF 2017 (Georgia) – Competition / Closing (National Premiere)

• Goteborg IFF 2018 (Sweden) – Five Continents

• Sofia IFF 2018 (Bulgaria) – Kaleidoscope

• Vilnius IFF 2018 – Kinopavasaris (Lithuania) – Festival’s Favorites

• Istanbul IFF 2018 – Best of The Fests • Las Palmas 2018 – Competition • Zerkalo IFF 2018

• Shanghai IFF 2018 • Filmfest München 2018 • Aperture : Asia and Pacific FF 2018 (London)

• Cineast FF 2018 (Luxemburg) • Asian World Film Festival 2018 (Los Angeles) • Dharamshala IFF 2018

• Cottbus IFF 2018 • Inverness IFF 2018 • Journées cinématographiques de Carthage 2018 • Festival East by Southeast 2018 (Copenhagen)

• Kerala IFF 2018 • ASC SPOTLIGHT award for Giorgi Shvelidze (Cinematographer)

"სოლომონი -  თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო ქართული ფილმი“.

"იქ ჩემთან" - მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი “ვერცხლის ანტიგონე”

1992 წ. მიუნჰენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის “არსენალი” დიპლომი საუკეთესო რეჟისურისათვის, 1993 წ. მიუნჰენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის “ARRE” ჟიურის სპეციალური პრიზი

1994 წ. ბაბელსბერგის (გერმანია) ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო უცხოური ფილმისათვის

1997 წ. ბათუმი (საქართველო) საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს არწივი” - პრიზი „საუკეთესო რეჟისურისათვის და საუკეთესო სცენარისათვის“

1997 წ. ბერლინი (გერმანია) სპეციალური ჩვენება პროგრამით “ახალი ევროპული კინო” 1998 წ. ფილმი ნაჩვენები იყო სპეციალური პროექტის ფარგლებში “თანამედროვე ქართული კინო” აშშ-ი, რუსეთში, ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში

1996-1998 წწ. ჟ ა მ ი – კიევის (უკრაინა) სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი „საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის“ 

ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს დაიბადა, ბათუმში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე  (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრად. 

კითხულობდა ლექციებს ხელოვნების უნივერსიტეტში და მუშაობდა მხატვრულ ფილმ "ლოტოზე".  

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი