მახუნცეთში მეწყერი ჩამოწვა

04 თებერვალი 2020, 14:36 4035 ნახვა

ძლიერი წვიმის შედაგად, ქედაში, სოფელ მახუნცეთთან მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება მაგისტრალზე რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო.

ქედის მერიაში აჭარის მაუწყებელს გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე წუთის წინ ცალმხრივადა აღდგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი