ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ პარლამენტთან დაგეგმილი აქცია გადადო 

04 თებერვალი 2020, 10:29 1287 ნახვა

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას აღარ გეგმავს, თუმცა უცნობია, მოაწყობენ თუ არა „სირცხვილის კორიდორს“. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ 13:00 საათამდე გაგრძელდება და განსხვავებული იქნება, რადგან არ მოხდება გზის გადაკეტვა.

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს პლენარული სხდომით გახსნის. ივნისის ბოლო პარასკევამდე, საგაზაფხულო სესიიის ფარგლებში,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს.  დეპუტატებს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელთა შორის არის გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. კანონმდებლები რამდენიმე წლიურ ანგარიშსაც განიხილავენ, მათ შორისაა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკისა და გენერალური პროკურატურის ანგარიშები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში