გიგი უგულავას საქმე უზენაეს სასამართლოში 

03 თებერვალი 2020, 20:20 1600 ნახვა

ოპოზიციის დევნა, პროპორციული არჩევნები და სასამართლო რეფორმა - ეს ის სამი ძირითადი საკითხია რის გამოც დასავლელი პარტნიორები ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებენ, სანამ მმართველი გუნდი შტატებში სენატორების დარწმუნებას შეეცდება, იმაში რომ ოპოზიციას არ დევნიან, მანამდე დასარწმუნებელი საქმეების სიას ახალი დაემატება - ახლა 9 წლის წინანდელ საქმეს, როგორც ოპონენტები ამბობენ, გიგი უგულავას უცოცხლებენ. საუბარია ე.წ. ფონდების საქმეზე, რაშიც უგულავა დამნაშავედ ცნეს. მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, მაგრამ დავას უზენაესი განიხილავს - პროკურატურიდან უზენაესში გადასული შალვა თადუმაძის ობიექტურობის იმედი კი, ოპონენტებს რა თქმა უნდა არ აქვთ. დღის კიდევ ერთი თემა კახი კალაძის ბრალდებაა - მოქმედი მერი ყოფილს 50  მილიონის მოპარვასა და ამის აღიარებაში ადანაშაულებს - ყოფილი კი მოქმედს დროს აძლევს დაამტკიცოს სად, როდის და ვინ აღიარა ასეთი დანაშაული - რამდენად არის შესაძლებელი ტეორიულად 10 თებერვალს უგულავა საკანში ჩასვან?

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში