საქართველოში ხვალ იწვიმებს და ზღვაზე შტორმი იქნება

03 თებერვალი 2020, 18:04 1566 ნახვა

4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ხვალ სანაპირო კურორტებზეც იწვიმებს , იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, აჭარის მთიან ზონაში კი ისევე, როგორც საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. 

საქართველოში ზეგ გამოიდარებს და დათბება. 

ფოტო: დავით ჯაყელიძე

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში