ტოებით და ბიჭოებით გეტყვი, დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია, ის იქნები - თბილისის ყოფილი მერი მოქმედს უპირისპირდება

03 თებერვალი 2020, 16:56 1679 ნახვა

თბილისის ყოფილი მერი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა, თბილისის მოქმედ მერს, კახი კალაძეს სთხოვს წარმოადგინოს  ჩვენება ან აღიარება, სადაც ის 50 მილიონის მოპარვაზე აწერს ხელს. 

დღეს დილით, კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციური ლიდერების დევნა არ მიმდინარეობს ქვეყანაში, რაც შეეხება დამნაშავეებს ისინი დაისჯებიან.  გიგი უგულავაზე კი თქვა, რომ  თავად აქვს აღიარებაზე ხელი მოწერილი, რომელითაც პროკურატურა 50 მილიონის მოპარვას ედავებოდა. 

კალაძეს სპეციალური ბრიფინგით უპასუხა უგულავამ:  "მას შემდეგ, რაც ვიხილე ბატონი კალაძის სრულიად უტიფარი ტყუილი, გადავწყვიტე, განმარტებები გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული. ამდენი წლის განმავლობაში რას მედავება მე, როგორც მერს, პატივცემული ივანიშვილის პროკურატურა – არც ერთ საქმეზე მე არავინ მედავება, რომ რაიმე მოვიპარე და სახლში წავიღე, მე მედავებიან მხოლოდ იმას, რომ დავასაქმე ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მედავებიან იმას, რაც ათი ათას ხარისხში აქვს აყვანილი ბატონ კალაძეს და გავსებული აქვს მერია უვიცი ქოცებით და პარტაქტივით. ამიტომ, როდესაც ბატონი კალაძე საუბრობს, რომ მე რაღაცა მოვიპარე – ბატონო კახი, ხარ უწიგნური, ეტყობა, არ იცი კითხვა და არ იცი ის, რომ მე არანაირი ჩვენება ამ საქმეზე არ მიმიცია, არათუ ბრალი მიღიარებია.

ამიტომ მოგიწოდებთ და თქვენთვის გასაგები ენით – ტოებით და ბიჭოებით გეტყვით, დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი განცხადება თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც თქვენ ყველაზე მეტად გესმით, ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია, თქვენივე ჟარგონით თქვენივე წრეში მოიკითხეთ“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი