საგაზაფხულო სესია და ოპოზიციის ბოიკოტი

03 თებერვალი 2020, 15:01 1182 ნახვა

პარლამენტში ბიუროს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც ხვალიდან იხსნება.

ოპოზიცია კი პარლამენტისა და სხვა საჯარო დაწესებულებების პიკეტირებას გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით  პირობას არ შეასრულებს. ამ ფონზე „ქართული ოცნება“ საკუთარ შეთავაზებაზე ოპოზიციის პასუხს ელოდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში