საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველებისთვის სერტიფიცირება იწყება

03 თებერვალი 2020, 11:13 1703 ნახვა

საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო. ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა.

კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით კვალიფიცირებული კადრების მოზიდვა იგეგმება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში